|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა რაოდენობა 9 ერთეულით გაიზარდა

ქუთაისის მერიაში სამთვიანი რეორგანიზაცია დასრულდა. რეორგანიზაციის ფარგლებში არქიტექტურის სამსახური გაუქმდა და ააიპად ჩამოყალიბდა. ასევე აუდიტის განყოფილება სამსახურად გადაკეთდა.
მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა შტატების რაოდენობა და 298-დან 307-მდე გაიზარდა. ხუთი შტატით გაიზარდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა, ოთხით ინფრასტრუქტურის. მისი თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობა არავის დაუტოვებია.
 
მერიაში ჩატარებულ რეორგანიზაციას უარყოფითად აფასებს ოპოზიცია. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, გაურკვეველია, რატომ გარდაიქმნა აუდიტის ააიპი სამსახურად, როდესაც რეალურად მათ მიერ საქმე არ კეთდებოდა. მან ასევე გააპროტესტა არქიტექტურის ააიპის შექმნა და განმარტა, რომ ის აქტივისტების დასასაქმებლად შეიქმნა.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ახალი სამსახური და ახალი ააიპი გაუმჯობესებული სერვისებით იმუშავებენ.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა