ქუთაისის მერიაში ვაკანტურ პოსტებზე თანამდებობის პირები კონკურსის დასრულებამდე შეირჩნენ?
რეორგანიზაციის ფარგლებში ქუთაისის მერიაში გამოთავისუფლებულ პოსტებზე ვაკანსიები გამოცხადდა, თუმცა ცნობილი ხდება იმ პირების სახელები, ვინც სხვადასხვა თანამდებობებზე მოიაზრებიან.
"ნიუპრესის" ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად ლევან კინწურაშვილი დაინიშნება. მასზე ცნობილია ის, რომ წარმოშობით ხონიდანაა და ამასთან ქალაქის მერის მეგობარია. მერიის თანამშრომლები კინწურაშვილს სამუშაო კაბინეტში უკვე ხედავენ.
ამავე ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის პოსტს კი ირაკლი გოგლიჩიძე დაიკავებს, რომელიც ეკონომიკის განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურში ეკონომიკური განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს.
ქუთაისის მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, პრესსამსახურის განცხადებით, ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურების შერჩევა კონკურსის გზით მოხდება.
მსგავსი:არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ზვიად ჯავახიას კანდიდატურა განიხილება
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად ბექა ყურაშვილი ინიშნება?
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















