ქუთაისის მერიაში წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ქუთაისელ წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა, - ინფორმაციას ქალაქის მერიოა ავრცელებს.
ევროპის თასი ძიუდოში ჭაბუკთა შორის მოიპოვა ცოტნე იჩქიტიძემ, ევროპის ჩემპიონატზე სამბოში ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის პრიზიორები გახდნენ ბარბარე ფხაკაძე, ლუკა ნიქაბაძე და გეგი წვერავა, ევროპის თასს სუმოში დაეუფლნენ ზურაბ წიქორიძე და საბა გამთენაძე, კაკაურიძის სახელობის ტურნირში გაიმარჯვეს დავით მხეცაძემ და საბა ერემეიშვილმა, პირველი ადგილი არავის დაუთმეს მკლავჭიდელმა ავთანდილ თუთბერიძემ და პარამკლავჭიდელმა ვახტანგ ახობაძემ, ნანა ხორავამ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში, უძლიერეს მამაკაცთა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა შოთა გოგობერიშვილი.
დავით ერემეიშვილმა მიღწეული წარმატებები მიულოცა სპორტსმენებს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა