|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპებში არსებული ვაკანსიები შეივსო

ქუთაისის მერიიის ააიპებში  ატესტაციის შედეგად გამოთავისუფლებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსების შედეგები ცნობილი გახდა.  კულტურისა და სპორტის ააიპებში კონკურსის შედეგად 23 პირი შეირჩა. კულტურის ააიპში კონკურსი  9 პირმა გაიარა,   მათ შორის ააიპის გაერთიანების მმართველის მოადგილემ,  ლადო პატარიძემ,  რომელიც მუშაობას ყოფილ თანამდებობაზე გააგრძელებს.  კონკურსის შედეგად ასევე შეირჩა იურისტის და სხვადასხვა სპეციალისტების კანდიდატურები. ააიპის  საზოგადოებასთან ურთიერთობას დარინა ყურუა წარუძღვება.

შეივსო სპორტული ააიპის 14 ვაკანტური ადგილიც. მმართველის მოადგილე კონკურსის შედეგად  ნუგზარ ხუციბერიძე გახდა. აღნიშნულ ააიპში საზოგადოებასთან ურთიერთობა სოფიო ბიბილეიშვილს ჩააბარეს.

მერიის ააიპებში  კონკურსი თავდაპირველად 20 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა, რომელზეც გადაცხადი 546 ადამიანმა შეიტანა.  

 საკონკურსო- საატესტაციო კომისიას ქალაქის მერის მოადგილე კოტე ქავთარაძე ხელმძღვანელობდა.

ავტორი: ნიუპრესი