|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ბალანსზე 93 ავტომანქანა ირიცხება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე ამ დროისათვის  93 ავტომობილი ირიცხება.  3 ავტომანქანა მერიამ აუქციონზე გაყიდა, ერთი კი ჭიათურას დროებით სარგებლობაში გადასცა. 

"ნიუპრესისათვის" მოწოდებული საჯარო ინფორმაციის  თანახმად,  უშუალოდ მერიასა და საკრებულოს 18  ავტომანქანა ემსახურება.  64  ავტომანქანა ირიცხება მერიის აიპების ბალანსზე, აქედან 17 ავტომობილი ემსახურება სხვადასხვა ააიპს, აიპი "სპეციალური სერვისების" განკარგულებაში კი 47 ავტომობილია, (სპეცტექნიკა - 43 , 4 - მონიტორინგის ავტომანქანა)  შპს-ების ბალანსზე 5  ავტომანქანა ირიცხება. 

ჩვენი კითხვის პასუხად, მერიიდან გვიპასუხეს, რომ  მიმდინარე წელს აუქციონზე გავიდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 9 ავტომანქანა, აქედან, გაიყიდა 3.  გაყიდული სატრანსპორტო საშუალებებიდან  ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებში  11 650  ლარი შევიდა.

  შეგახსენებთ მერიის ავტოპარკს მოკლე ხანში 2 ახალი ავტომობილი, მაღალი გამავლობის ჯიპი დაემატება, რის შედეგადაც ავტომობილების რაოდენობა 95 გახდება. 

 ქალაქის მერიას ავტომანქანების მოვლა-პატრონობა და საწვავის ხარჯი სოლიდური თანხა უჯდება, ოპოზიცია მერიას ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილის გაყიდვასა და მათ ნაცვლად ეკონომიური ავტომანქანების შეძენისაკენ მოუწოდებს.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა