ქუთაისის მერიის რეორგანიზაცია ხელფასების გაზრდისა და პარტიული აქტივის დასაქმების მიზნით?
„ე.წ რეორგანიზაცია სინამდვილეში არ არის ეფექტურის მუშაობისთვის, ეს არის პარტიული რეორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის ერთის მხრივ, მოიშორონ არასასურველი კადრები და „გააპრაონ“ ხელფასების ზრდა“, –განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა ირაკლი კიკვაძემ.
მერიის ყოფილი თანამშრომელი დაანონსებულ რეორგანიზაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მერია არასასურველი კადრების მოშორებას ცდილობს, ამავდროულად გაიზრდება ხელფასები და ბიუჯეტი დაზარალდება.
„შარშანდელი მაგალითის მსგავსად, ეს არის ფინანსური მანიპულაცია, რომელიც კეთდება რეორგანიზაციის სახელით. ვნახეთ, რომ შარშარ მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა თანამშრომლების რაოდენობა, მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა სახელფასო ფონდი. ეს ყველაფერი აისახება ბიუჯეტზე და ზარალდება. წელსაც აპირებენ იგივეს და შეიქმება არაფრისმთქმელი განყოფილებები. ეს არის „ქათული ოცნების“ ქმედება, რომელიც განხორციელდება ჭიღვარიასნაირი პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული პერსონების მიერ. აპირებენ, რომელიღაც სამსაუხრის გაუქმებას, მაგრამ ააიპებში განყოფილებები შექმნება და პარტიული აქტივი დასაქმდება, რომელმაც თავი გამოიჩინა არჩევნებში და ელოდებიან დაწინაურებას“, – განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















