ქუთაისის მერიის შპს „პარკინგსერვისი" „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პასუხობს
ქუთაისის მერიის შპს „პარკინგსერვისი" „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, სამი წლის განმავლობაში კომპანიის საიჯარო ქირის დავალიანებამ 1 240 246 ლარს მიაღწია.
არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაში საუბარია ასევე კომპანიის არაეფექტური მართვასა და მერიის მხრიდან არაეფექტური ზედამხედველობის შესახებ, რაც მათი თქმით, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს.
როგორც "პარკინგსერვისში" „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პასუხად აცხადებენ, ბრალდებები უსაფუძვლოა, თუმცა საიჯარო ვალის არსებობას აღიარებენ და გამოსავლის სახით იჯარით აღებულ ქონებაზე მერიასთან უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების საჭიროებაზე საუბრობენ.
კომპანიის ინფორმაციით, ყოველწლიური საიჯარო ქირა, რომელიც 2015 წელს 460 715 ლარს შეადგენდა, 2016 წლიდან 463 415 ლარამდე გაიზარდა. კომპანიამ კი 2016 წელს საიჯარო თანხის მხოლოდ 100,000 ლარის, ხოლო 2017 წელს - 50, 000 ლარის გადახდა შეძლო.
"შპს „პარკინგსერვისს“ არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის ალტერნატიულ გზად მიაჩნია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „პარკინგსერვისს“ შორის გაფორმდეს უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება იჯარით აღებულ ქონებაზე. ამ ხელშეკრულების გაფორმებით დარეგულირდება მოცემული პრობლემა, ხოლო არსებული ვალი გონივრული გრაფიკის საფუძველზე ეტაპობრივად დაიფარება",-აცხადებენ "პარკინგსერვისში".
მერიის შპს-ში მიიჩნევენ, რომ საერთაშოროსო ორგანიზაციის ბრალდება, იმათან დაკავშირებით, რომ კომპანია წაგებაზე მუშაობს და ზარალს აყენებს ქუთაისის ბიუჯეტს, უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება.
" 2018 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ჯარიმების სახით ადგილობრივ ბიუჯეტში შესულია დაახლოებით 500,000 ლარი, ხოლო საკუთარი შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 139,734 ლარი. ამდენად ის ბრალდება, რომ შპს „პარკინგსერვისი“ შექმნის დღიდან წაგებაზე მუშაობს და ზარალს აყენებს ქუთაისის ბიუჯეტს, უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ შპს „პარკინგსერვისის“ არსებობის ერთადერთი მიზანი 41 თანამშრომლის დასაქმებაა, რაც ქუთაისის გადასახადის გადამხდელებს 3 წლის განმავლობაში პირდაპირი ხარჯის სახით 2 მლნ-ზე მეტი დაუჯდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან, ორგანიზაცია თანამშრომელთათვის ხელფასების გაცემას უზრუნველყოფს მთლიანად საკუთარი შემოსავლებიდან.
მას შემდეგ, რაც ქალაქ ქუთაისის მერიამ დააფუძნა შპს „პარკინგსერვისი“, ორგანიზაციის ფუნქციონირების შედეგად ადგილობრივ ბიუჯეტში პარკირების სფეროდან შესულია: 2016 წ. - 314,942 ლარი, 2017წ. - 381,715 ლარი, 2018წ.- 500,000 ლარი. მაშინ როდესაც, შპს „პარკინგსერვისის“ შექმნამდე ბიუჯეტში შესულია: 2014 წ. - 31,043 ლარი, 2015 წ. - 28,226 ლარი. გარდა ამისა, შპს „პარკინგსერვისის“ შექმნის შემდეგ, წინა წლებთან შედარებით მოწესრიგდა პარკირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც მანამდე ქაოტური და არაორგანიზებული იყო", -განაცხადეს „პარკინგსერვისში".
შეგახსენებთ, კომპანია ქუთაისის მერიამ მას შემდეგ შექმნა და საწყისი კაპიტალის სახით 300 000 ლარიც გადასცა, რაც რამდენჯერმე გამოცხადებული ტენდერის შემდეგ პარკირების საკითხით დაინტერესება არცერთმა კომპანიამ არ გამოხატა. ოპოზიცია და არასამთავრობოები ამას შეუფერებლად მაღალ ფასს უკავშირებდენ. მათივე მტკიცებით, მერია მისსავე შექმნილ შპს-ში პარტიული აქტივისს დასაქმებით დაკავდა.
"პარკინგსერვისი“ ახლობლების და "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმების ადგილი გახდა"
"პარკინგსერვისს" საწყისი კაპიტალის სახით მერიამ 300 000 ლარი გადასცა
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















