|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია მოქალაქეებს ახალ, ელექტრონულ სერვისებს სთავაზობს

ქუთაისში სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქის მერიისადმი მიმართვა ელექტრონული ფორმით უკვე შესაძლებელი გახდა - ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერია ავრცელებს.

მერია მოქალაქეებს ელექტრონულ სერვისებს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით სთავაზობს. www.kutaisi.gov.ge ზე, 2019 წლის იანვრიდან, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონული ფორმით მიმართონ სოციალურ სამსახურს.

რაც შეეხება ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ელექტრონულ სისტემას, რომელიც ასევე პროექტის ნაწილს წარმოადგენს, სატესტო რეჟიმში თებერვლიდან ამუშავდება.

ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის ამაღლებისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ქუთაისს გადაეცა სამხრე კამერები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთათვის და ვიდეო კამერები – სოციალური სამსახურის შენობის აღჭურვისათვის.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი და გაეროს განვითარების პროგრამა წარმატებულად თანამშრომლობს წლების მანძილზე.

2017-2018 წელს გაეროს განვითარების პროგრამის სტამბულის რეგიონალურ ჰაბთან თანამშრომლობით და რუმინეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი, რომლის შედაგადაც ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელსაც გააჩნია ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტის მიზანია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ღიაობის და გამჭვირვალობის გაზრდა, მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

2017 წლიდან მშენებლობის ნებართვის მოპოვება ქუთაისში ელექტრონულად მოხდება

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა