|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაიაის მერიასთან. აქტივისტები მერთან შეხვედრას ითხოვდნდნ და მერიაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ისინი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილებში და ადგილიდან წაიყვანეს. დაკავებულთა ზუსტი ოდენობა უცნობია.

ამ დროისთვის მერიის წინ შედარებით მშვიდი მდგომარეობაა. ადგილზე რჩებიან აქტივისტები და სამართალდამცველები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი