|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი ავტომობილები ყავს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ზედამხედველობის სამსახურისთვის 4 სრულიად ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი ავტომობილი შეიძინა. ახალი მანქანების წარდგენა საზოგადოებისთვის ქალაქის მერიის შენობის წინ გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  მანქანების ეკიპაჟები 24 საათიან რეჟიმში იმოძრავებენ ქალაქში. ისინი ნებისმიერ დროს გავლენ ყოველ მიღებულ შეტყობინებაზე. ეს იქნება უნებართვო მშენებლობის, პარკინგის, გარე რეკლამის, ქალაქის იერ-სახის დამახინჯების თუ დაზიანების ფაქტები.

 ,,ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სასიამოვნო სიახლე გვაქვს, რაც ამ დრომდე არ ყოფილა ჩვენს ქალაქში. ცოტა ხნის წინ, 4 სრულიად ახალი, მანქანა შევიძინეთ. ეკიპაჟები 24 საათის მანძილზე იმოძრავებენ ქალაქში და ყოველ მიღებულ შეტყობინებაზე ექნებათ მყისიერი რეაგირება. ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა გახდება უფრო ეფექტური და შედეგებიც თვალნათლივ იქნება შესამჩნევი"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

პრეზენტაციას ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტარი დიმიტრი მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა