ქუთაისის სასამართლოში ქალაქის მერიისა და ყოფილი თანამშრომლის დავის განხილვა გაიმართება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომლის თამარ მინაძის სარჩელის არსებითი განხილვა იწყება.
მერიის საბინაო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი თამარ მინაძე, რომელიც მერიის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გაიცნო საზოგადოებამ, აცხადებს, რომ სამსახურიდან 10 წეთის დაგვიანების მიზეზით გაათავისუფლეს.
მერიის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს თამარ მინაძე და ის სამართლიანობის აღდგენას და სამსახურში დაბრუნებას ითხოვს.
მისი ადვიკატის პაატა შავაძის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიღებული განჩინება, რომლის თანახმადაც უკანონოდ გამოცხადდა თამარ მინაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მერიის გადაწყვეტილება, ქუთაისის მერიამ გაასაჩივრა. მერიის საჩივარი დასაშვებად მიიჩნია უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, რის შედეგადაც საქმის არსებითი განხილვა ჩაინიშნა.
ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















