|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერს ოპოზიციამ ბიუჯეტის პროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით მიმართა

 ქუთაისის მერს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუჯეტის პროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით მიმართა. 

"პროექტი არ არის ორიენტირებული ქუთაისის განვითარებასა და მოსახლეობის საჭიროებებზე.  შემაშფოთებელია  ბიუროკრატიის შენახვის და კომფორტზე დახარჯული (წარმომადგენლობითი ხარჯები, ავტოპარკის შენახვის) ზრდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე განსაზღვრული თანხების შემცირება"- ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებში ბიუჯეტის პროექტის განხილვა უკვე დაიწყო. როგორც საკრებულოში აცხადებენ, პროექტს, კომისიებში განხილვის შემდეგ,  შესწორებებით და შენიშვნებით 26 ნოემბერს ქუთაისის მერიას უკან დაუბრუნებენ.

გაითვალისწინებს თუ არა მერია საკრებულოს შენიშვნებს, ეს ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად უკან დაუბრუნდება. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა