|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დასახელდება?

ქუთაისის მერობის კანდიდატად, შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძე დასახელდეს. ინფორმაციას სააგენტო "აიპრესი" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით,  ქუთაისის მერობაზე "ნაციონალური მოძრაობა" მოლაპარაკებებს, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრთან აწარმოებს. ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს მდივანმა  ნიკა მელიამ ვაშაძის კანდიდატობა არ გამორიცხა. მელიას თქმით,  ქუთაისის მერობაზე მოლაპარაკებები 4 კანდიდატურასთან მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ქუთაისის მნიშვნელობა ტრადიციულად დიდია,  ამიტომ ცდილობენ კანდიდატებიც შესაბამისი იყოს.

„ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დასახელებისგან, ვინაიდან მიმდინარეობს მოლაპარაკება. თვითონ შიგნით ორგანიზაციაში აქტიური კონსულტაციებია და ამის შემდეგ გავაცნობთ საზოგადოებას კანდიდატურას,“-განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა