|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერისათვის პრესკონფერენციების გამართვის რეკომენდაციით მიმართვა გადაიდო

ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭო ქალაქის მერს მედიასთან უფრო აქტიური კომუნიკაციის რეკომენდაციით ჯერჯერობით არ მიმართავს. 

მერის მრჩეველთა საბჭოს წევრის ქეთი ბერძენიშვილის განცხადებამ მერის მიერ ყოველთვიური პრესკონფერენციის გამართვის შესახებ,  საბჭოს წევრთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, არსებობს პრესსამსახური, რომელიც ვალდებულია გააჟღეროს ყველა ინფორმაცია. მათ შენიშვნას არ დაეთანხმა ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, რომლის განცხადებითაც, მნიშვნელოვანია პრესკონფერენცია თვეში ერთხელ  გაიმართოს და აუცილებელია, ყველა კითხვას თავად მერმა უპასუხოს.

საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საკითხი გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე მრჩეველთა საბჭომ ხუთ საკითხზე იმსჯელა, მათ შორის საბჭოს შემადგენლობიდან წევრების გაწვევის შესახებ.  ხუთი წევრის  გაიწვევის  მოთხოვნით საბჭო მერს მიმართავს. 

საბჭოს მდივნის ნუგზარ კოხრეიძის ინფორმაციით, მიზეზი მათი მიერ სხდომების გაცდენების რაოდენობაა. ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, ალექსანდრე ჩინჩალაძე, ამბერკ დვალიშვილი, შოთა გვენეტაძე, დიმიტრი კვანტალიანი და ქართლოს კუტივაძე სხდომებს არ ესწრებიან. 

"საბჭოს დებულებით განსაზღვრულია, რომ ზედიზედ 3 სხდომის გაცდენის შემდეგ შესაძლებელია დადგეს მათი გაწვევის საკითხი. რამდენიმე წევრმა გააცდინა სხდომა და ამიტომ ვიმსჯელებთ მათი გაწვევის მოთხოვნით მივმართოთ მერს. საკითხზე მერი იმსჯელებს"-განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ. 

საკითხთან დაკავშირებით  გაადაწყვეტილება მერმა უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, საბჭოს ეს წევრები სხვა ადამიანებით ჩანაცვლდებიან. 

ქუთაისის მერიის მრჩეველთა  საბჭოს "საიას" იურისტი ნოდარ ჯიქია ხელმძღვანელობს. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა