|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერს "წლის საუკეთესო თეატრალური მერის" წოდება მიენიჭა

ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას  წლის საუკეთესო თეატრალური მერის წოდება მიენიჭა. გიორგი ჭიღვარია თეატრალურმა საზოგადოებამ   ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმესა და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის გადაეცა.

. სიგელი გიორგი ჭიღვარიას სცენაზე ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ გადასცა. 

ცერემონია 14 იანვარს ქართული თეატრის დღის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე გაიმართა, რომელიც თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდა.

ჭიღვარიას მსგავსად  წოდება მიენიჭათ ბოლნისის, ოზურგეთის,  თელავის მერებს.

 სიგელები ქართული თეატრის დღეს  თეატრალებს სხვადასხვა ნომინაციაში მიენიჭათ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა