|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მსჯელობას საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ"

საპარლმენტო უმრავლესობის ლოდერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის დახურული სხდომის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მისი თქმით, დეპუტატებმა ასევე ახალ კონსტიტუციაზე იმსჯელეს, საუბარი შეეხო ქუთაისის მომავალ განვითარებას.

"ქუთაისის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მსჯელობას საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ. შევთანხმდით, რომ კონკრეტული ინიციატივების პაკეტი გვექნება. საუბარი იყო რეგიონებში დეპუტატებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროექტებზეც. საპარლამენტო გუნდი ერთიან პოზიციაზეა, რომ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ ისეთი ტემპით და ინტენსივობით, როგორც ეს საარჩევნო კამპანიის, განსაკუთრებით, მეორე ტურის დროს იყო. ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება, რადგან პარლამენტში მთავრობასთან უფრო ძლიერი ინტერაქცია გვჭირდება" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა