ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 27 დეკემბერს, 19:00-ზე განათდება
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 27 დეკემბერს, საღამოს 19:00-ზე განათდება, -ამის შესახებ ქუთაისის მერია იტყობინება. ამ დროისთვის იქნება დასრულებული გარე განათებების და ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოებიც. "ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი იხარჯება. მოცემულ თანხაში შედის, როგორც ძველი სანათების და ნაძვის ხის აღდგენა, ასევე ახალი ლოლოების შეძენა და საახალწლო აქსესუარების მონტაჟის და დემონტაჟის სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ წელს, ქალაქის მერიამ უარი თქვა ახალი ნაძვის ხის და სანათების შეძენაზე, რისთვისაც 250 000 ლარი იყო საჭირო. მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, საახალწლო ნობათების რაოდენობის გასაზრდელად და სხვა სოციალური პროგრამების განსახორციელებლად გადანაწილდა,"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
16:27
13:32
16:29
















