ქუთაისის ოპერის თეატრმა 47–ე სეზონი გასხნა
ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა 47–ე სეზონი გახსნა. მსახიობები მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ქეთო და კოტე“ წარსდგნენ. რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით, მსახიობებმა მაყურებლებს კიდევ ერთხელ გაახსენეს „ქეთოს და კოტეს“ მარადიული სიყვარულის ამბავი.
„47–ე სეზონი გავხსენით არაჩვეულებრივი სპექტაკლით. აქვე ავღნიშნავ, რომ ეს წელი გამორჩეული და ნაყოფიერი იქნება. დეკემბერში მოვამზადებთ პრემიერას სპექტაკლისა „აბესალომ და ეთერი". მომავალ წელს კი ორი პრემიერა გვექნება. ასე რომ საინტერესო სეზონს ვპირდებით ჩვენს მაყურებლებს“, –განაცხადა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრმა სეზონი დაგვიანებით თეატრში მიმდინარე კონკურსების გამო გახსნა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















