"ქუთაისის პარლამენტის შენობაში კარგი იქნება, საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მოეწყოს"
ქუთაისის პარლამენტის შენობაში კარგი იქნება, საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მოეწყოს – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ამ შენობის მოწყობისათვის 340 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს თანხა წყალტუბოს აღორძინებისათვის რომ დახარჯულიყო, საკმარისი იქნებოდა.
"ამ შენობის მოწყობისათვის 340 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს თანხა წყალტუბოს აღორძინებისათვის რომ დახარჯულიყო, საკმარისი იქნებოდა, მაგრამ, რადგანაც ეს შენობა არსებობს და კარგად ვიცნობ შიგნიდან, კარგი იქნება, აქ რომ საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მოეწყოს, რაც ძალიან გვაკლია საქართველოში", – განაცხადა ზურაბიშვილმა. მან ქუთაისის და წყალტუბოს პერსპექტივაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მისი თქმით, ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს კულტურის დედაქალაქის ნიშა. წყალტუბო კი გამორჩეულია თავისი პარკებით და ძალიან მდიდარი არქიტექტურით, რომლის მსგავსი ევროპაში არ არის.
ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ნარჩენებზე, რომელიც ქალაქის მიმდებარედ არის, მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ კულტურის დედაქალაქზე, ნარჩენების პრობლემა არ უნდა იყოს. "გეგუთის გზაზე ვნახე საკმაოდ მძიმე სურათი, ეს არის ნარჩენები, არ შეიძლება ქალაქი იყოს საქართველოს კულტურის დედაქალაქი და ასეთი ადგილები არსებობდეს"- განაცხადა პრეზიდენტმა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















