ქუთაისის პოლიციაში ჟურნალისტის დაკითხვა დასრულდა
ამ წუთებში დასრულდა ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილებაში ჟურნალისტის დაკითხვა, რომელსაც მერიამ 8 მარტს დაგეგმილი ბილეთების უნებართვოდ აღების გამო უჩივლა.
ლევან ქემოკლიძეს იურიდიულ დახმარებას "საიას" ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი უწევს. მისი განცხადებით, "ამ ეტაპზე ჩატარდა გამოკითხვა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ბილეთების დატაცებას. მაგრამ ეს არ იყო დატაცება, ადგილი ჰქონდა წინასწარი შეთანხმებით მოქმედებას. პოლიციამ გამოკითხა კულტურის სამსახურის თანამშრომლებიც. ჯერ საქმე აღძრული არ არის. ეს სამართალდამცავების პრეროგატივაა, ჩათვლის თუ არა საჭიროდ საქმეზე გამოძიების დაწყებას",-განაცხადა მან.
ადგილზე იმყოფება "ახალი პოლიტიკური ცენტრის -გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი. როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, "სასაცილოა, რაც ხდება. მინდა, კულტურის სამსახურს შევახსენო, რაც არ უნდა მომხდარიყო, მათ აქვთ თმენის ვალდებულება".
შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს მოხდა. ლევან ქემოკლიძემ კულტურის სამსახურში 16 ბილეთი აიღო და აგრალური ბაზრის მოვაჭრეებს დაურიგა, რისი ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. მომხდარის გამო კი მერიიდან პოლიციაში დარეკეს.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















