ქუთაისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
14 მაისს მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 2" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 05:00 საათიდან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება:შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, თამარ მეფის, თბილისის, კოსტავას, გელათის, ფალიაშვილის, გოგებაშვილის, პუშკინის, გრიშაშვილის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და აქ არსებულ დაწესებულებებს, მათ შორის სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 8400 აბონენტს.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. დაგეგმილი სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















