|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა სირაძემ მიიღო.

გამოცემა ბათუმელების  ცნობით, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს ქართველი და ფრანგი ექსპერტების დასკვნები, რითაც დასტურდება მზია ამაღლობელის ე.წ. სტიკერის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნები დასაშვებად ცნო, მაგრამ სხდომა მაინც ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა საქმის ზეპირ სხდომაზე განხილვის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს მზია ამაღლობელის უფლებრივ დარღვევებზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლოსთვის მიმართვა დადგენილ ვადაში იგეგმება.

ცნობისთვის, "სტიკერის საქმეზე" ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე ორჯერ გაასამართლეს - პირველად 2000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო მეორედ 1000 ლარით.

ავტორი: ნიუპრესი