ქუთაისის საახალწლო ნაძვის ხემ მნახველთა მოწონება დაიმსახურა
ქუთაისის მთავარმა სახალწლო ნაძვის ხემ მნახველების მოწონება დაიმსახურა. განათებული ნაძვის ხის ფოტოები სოციალურ ქსელში ზიარდება, სადაც მომხმარებლები კმაყოფილებას და აღფრთოვანებას გამოხატავენ.
"ულამაზესია", "მართლაც ლამაზია", "ფოტო კიდევ ვერ ასახავს, რამდენად ლამაზია", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
"შეუძლიათ მილანში მიიწვიონ დიზაინერები ჩვენი ქალაქიდან. ჩემი ლამაზი ქალაქის ულამაზესი ნაძვის ხე. მადლობა ყველას, ვინც მოინდომა და შეძლო!"-წერს ჟურნალისტი ქეთი დეისაძე.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რამდენიმე საათის წინ აინთო. ნაძვის ხის არსებული კონსტრუქცია, რომელიც უკვე მრავალი წელია გამოიყენება, ანა რევიშვილის დიზაინით კოლხური მოტივების მიხედვით მოირთო. ნაძვის ხის დიზაინზე მასთან ერთად ანა ღულაძემ და ნინო ჩხენკელმა იმუშავეს.
წელს საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიებების გარეშე აინთო. ნაძვის ხის განათებას ქუთაისის მერი და ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საახალწლო ნაძვის ხე 21 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებების ფონზე უნდა ანთებულიყო, თუმცა, 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ცერემონია გადაიდო, ღონისძიების ნაწილი კი გაუქმდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















