|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბავშვო -ბაღებში განმეორებითი რეგისტრაცია იწყება

ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების ფილიალებში განმეორებითი რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია ააიპის 37-ივე ფილიალში 1 თებერვლიდან დაიწყება. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა "ნიუპრესთან" საუბრისას განაცხადა, რეგისტრაცია შეეხება იმ აღსაზრდელებს, რომლებსაც საჭირო ასაკი ახლა შეუსრულდათ, ან ახლა სურთ მშობლებს ბაღში მიყვანა.

"რომ არ დაიაკრგოს ერთი წელი, ამიტომ გამოვაცხადეთ რესგიტრაცია ფილაილებში. ეს შეეხებათ იმ ბავშვებს, რომელთაც საჭირო ასაკი ახლა შეუსრულდათ, ან რომელთა მშობლებმაც ახლა გადაწყვიტეს ბავშვები შემოიყვანონ. ამიტომ მათ დაახლოებით ნახევარი წელი რომ არ დაკარგონ, დავუშვით განმეორებითი რეგისტრაცია"-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

რეგისტრაციისთვის საჭიროა რამდენიმე დოკუმენტაცია, მათ შორის: მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ბაგა-ბაღში მიღების შესახებ, ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი), ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3x4.
თუ ბავშვი სოციალურად დაუცველი, ან დევნილის სტატუსის მქონე ოჯახის შვილია, საჭიროა სოციალურად დაუცველის, ან დევნილის მოწმობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში - ფორმა #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაღში მიღების თაობაზე.

 

ავტორი: ნიუპრესი