"ბაღების გაფიცვა პოლიტიკურად მართული პროცესი იყო"
ქუთაისის თვითმმართველობაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის ხარჯზე ქალაქში დამატებით რამდენიმე მილიონი ლარი გაჩნდა. აღნიშნული თანხა 2016 წლის ბიუჯტში აისახება და ის სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილდება, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. ქუთაისის მერის განცხადებით, თანხები იმ მნიშვნელოვან პროექტებს მოხმარდება, რომლებიც ქალაქისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მათ შორის საბავშვო ბაღების დაფინანსების გაზრდაა, რაც თანამშრომელთათვის ხელფასების გაზრდასაც გულისხმობს. შოთა მურღულიას განცხადებით, მათთვისაც გაუგებარი იყო, რატომ გაიფიცა ოთხი ბაღის პერსონალი მას შემდეგ, რაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით. მერის თქმით, ეს ყველაფერი პოლიტიკურად მართული პროცესები იყო. მურღულიას თქმით, მას რომ ჰქონოდა ინფორმაცია ერთ-ერთი ბაღის გამგის ფეხმძიმობის შესახებ, მის მიმართ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ახლა კი მორალური ზიანის საკომპესაციოდ მზადაა სხვა სამსახური შესთავაზოს.
მერმა ბაღების დაფინასების გაზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირებული 300 000 ლარის ნაცვლად დამატებით 1 300 000 ლარის ნაცვლად გაიზარდა, რაც ხელფასების გაზრდასაც მოხმარდება. ასევე გაგრძელდება ბაღების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
სავარაუდოდ, ეკონომიების ხარჯზე მიღებულ თანხებსა და მათ გადანაწილებაზე ისაუბრებს ქუთაისის მერის დღეს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















