|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ მორიგი სასამართლო დავა იწყება

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლის,  მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ სასამართლოში  მორიგი სარჩელი შევიდა. ამჯერად, მეუფეს, რომელიც ამავე დროს  ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს „წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი“ დირექტორიც არის, საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომელი ელენე კუპრაშვილი უჩივის.

ექიმ-ლაბორანტი ელენე კუპრაშვილი მეუფეს სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა დაიცავს. როგორც  „ნიუპრესთან“ საუბარში ადვოკატი აცხადებს, გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული გადაცდომა სახელდება.

„მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად მითითებულია დისციპლინარული გადაცდომა, რომელიც თითქოს, ელენე კუპრაშვილმა ჩაიდინა, რაც ერთი წლის განმავლობაში გაიმეორა.   ეს არის სამართლებრივი ნორმა, რაც  ბრძანებაშია მითითებული. ველოდებით მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარმოდგენას. წინასწარ ვიცი, რომ პროცესს მოვიგებ“,- განაცხადა რობიზონ ხურცილავამ.

მეუფე კალისტრატეს ინტერესებს საავადმყოფოს იურისტი გიორგი ჩხეიძე დაიცავს. ადვოკატი საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

„დაველოდოთ სასამართლო პროცესს და შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს“- განაცხადა მან.

საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.   პროცესი, ჯერჯერობით, ჩანიშნული არ არის.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა