ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 617 342 მგზავრს მოემსახურა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 617 342 მგზავრს მოემსახურა, ინფორმაციას რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით მეტია.
2018 წლის დეკემბერში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 127%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება: 2018 წლის დეკემბერში 191 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93 %-ით მეტია.
2018 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 5,033,118 მგზავრს მოემსახურა, რაც 24% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წელი 4,74, 448 მგზავრი).
მგზავრთნაკადის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქუთაისის აეროპორტში დაფიქსირდა.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















