ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შექმნილ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აეროპორტის განცხადებით, ავიაკომპანია "ვიზეარის" ავიარეისი დორტმუნდის მიმართულებით ქუთაისიდან უკვე გაფრინდა.
აღნიშნული რეისის რეისის დაგვიანებით შესრულების გამო, ქუთაისი-მილანის რეისი, ნაცვლად 16:10 საათისა, 23:10 საათზე შესრულდება. მგზავრების ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯებს ავიაკომპანია ვიზეარი უზრუნველყოფს.
ქუთაისი-დორტმუნდის რეისთან დაკავშირებით განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც გაავრცელა.
სააგენტოს ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები მივლინებულნი არიან ქუთაისის აეროპორტში, სადაც მდგომარეობას და ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.
შეგახსენებთ, დღეს დორტმუნდის მიმართულების მოძრავი „ვიზეარის“ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















