|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იაპონიის ელჩი იმამურა აკირა იმყოფებოდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი KIU-ს ხელმძღვანელობას შეხვდა და სტუდენტებს თემაზე: - "იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები" საჯარო ლექცია წაუკითხა.

ელჩმა ასევე დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი.

მიმდინარე კვირიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსზე.

ამჟამად, KIU-ში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე - მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნიუპრესი