|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საჯარო სკოლებს ფულადი ჯარიმა დაეკისრა

ქუთაისის 10-მდე სკოლასა და "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციას" შორის არსებული დავა არასამთავრობო ორგანიზაციის სასარგებლოდ დასრულდა. საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის საჩივარი დააკმაყოფილა და სკოლები საჯარო ინფორმაციის გაცემის დაგვიანების გამო დაჯარიმდებიან.

სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენენ  სსიპ ქ. ქუთაისის №14, 30, 19, 12, 40, 33, 10, 9 და 1 საჯარო სკოლები.

მეათე საჯარო სკოლის დირექტორის დემურ გაგუას ინფორმაციით, უწყება უკვე მიიღეს და მათ სასამართლომ დაახლოებით 70 ლარამდე ჯარიმა დააკისრათ.

სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდება განათლების რესურსცენტრის დირექტორი. როგორც ბადრი ვაშაკიძემ "ნიუპრესს" განუცხადა, ელოდებიან სასამართლო  გადაწყვეტილების ჩაბარებას, რის შემდეგაც გადაწყდება გასაჩივრდება თუ არა სააპელაციო სასამართლოში, ვაშაკიძე დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებს, რადგან ამბობს, რომ ამით, შესაძლოა, პროცესი დაზარალდეს.

"ვერაფერი ვიტყვი, ვინაიდან არ მოგვიღია სასამართლოს გადაწყვეტილება, ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რა იქნება, დოკუმენტებს ვამზადებთ სასამართლოში წარსადგენად. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს შესაძლოა, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს პროცესებისთვის", -განაცხადა ვაშაკიძემ.

სკოლებსა და ორგანიზაციას შორის დავა 2016 წელს დაიწყო. საქმეზე რამდენიმე პროცესი გაიმართა. 

 

ამ თემაზე:

ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლას, შესაძლოა, სასამართლომ ჯარიმა დააკისროს

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა