ქუთაისის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი 61 მილიონს შეადგენს. ბიუჯეტი წინა წლის მაჩვენებელზე 7 მილიონით მეტია. მთავარი აქცენტი ინფრასტრუქტურასა და სოციალურ პროექტებზე არის გაკეთებული.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შენგელიას თქმით, ბიუჯეტი ასახავს მოსახლეობის საჭიროებებს და გათვალისწინებულია ყველა მიმართულება.
ბიუჯეტი საკრებულოს უმრავლესობამ დაამტკიცა, ოპოზიცია სხდომას არ ესწრება. მათი თქმით, ხელისუფლება მათ შენიშვნებს არ ითვალისწინებს, ამიტომ არც განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა და არც კენჭისყრაში მონაწილეობენ.
"ბიუჯეტი წინა წელს 54 მილიონი დავამტკიცეთ და წლის ბოლოს 71 მილიონი გახდა. 2020 წლის ბიუჯეტი 61 326 200 ლარია. გპირდებით, რომ იანვრამდე ეს ბიუჯეტი მივა იმ ნიშნულამდე, რა ნიშნულითაც დავასრულეთ ეს წელი. ეს ბიუჯეტი იქნება ზრდადი, რაც ჩვენი ქალაქის კეთილდღეობაზე აისახება", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















