"ძალიან დადებითად აქვს ნამუშევარი აღმასრულებელს"- ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს შენიშვნები არ აქვს
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს იწონებს. საკრებულოს კომისიებმა ორ დღეში განხილული ბიუჯეტი უკვე დაუბრუნეს მერიას. საფინანსო კომისიის თავმჯდომარე კახა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ პროექტთან დაკაკვშირებით მნიშვნელოვანი შენიშნა არ აქვთ და თვლის, რომ მერიამ ბიუჯეტზე კარგად იმუშავა.
"ძირითადად შენიშვნები ტექნიკური ხასიათის იყო და პარამეტრებს და პრიორიტეტებს არ ეხებოდა, პრიორიტეტები და პარამეტრები იგივე რჩება. ძალიან დადებითად აქვს ნამუშევარი აღმასრულებელს და მოწონებულია ჩვენს მიერ. დაბრუნებულია მხოლოდ ტექნიკური შენიშვნები, რაც თანხების მუხლიდან მუხლში გადატანას მოიცავს. ყველა კომისიიდან ტექნიკური ხასიათის შენიშვნა მოვიდა. სოციალურ საკითხებთან დაკავშირებითაც არ ყოფილა შენიშვნა, რადგან ძალიან კარგი პროექტებია და მოსახლეობაც კმაყოფილია. ჯამში, ძალიან კარგი პროექტები განხორციელდება", -განაცხადა კახა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე არ გაიზიარა ოპოზოციის შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი წინა წლების ბიუჯეტის ანალოგიურია. მისი თქმით, ეს ტყუილია, ასევე აღნიშნა, რომ მან არ იცის სხვა კომისიებზე რა შენიშვნები ქონდათ, რადგან მსგავსი შენიშვნები მასთან არ შესულა და არც ასახულა გადაგზავნილ ბიუჯეტში.
ამასთან, არ იზიარებს სხვა შენიშვნებსსაც და ამბობს, თუ ოპოზიციას შენიშვნები ქონდა, ეს კომისიებზე უნდა ეთქვათ.
კომისიის სხდომებს მხოლოდ "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშევლიანი ესწრებოდა, ის ბიუჯეტს ნაჩქარევად შედგენილად მიჩნევს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, შენიშვნების აზრი აქ აქვს, რადგან მერია არც შენიშვნას და არც რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.
მერია შესწორებულ ბიუჯეტს საკრებულოს გადაუგზავნის. 53 მილიონიანი ბიუჯეტი 25 დეკემბრამდე დამტკიცდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















