|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს არჩევნებში გააქტიურებას აიძულებენ?

სამართალდამცავებს ამ ფაქტზე ორი წლის წინ არ ქონიათ მყისიერი რეაგირება და რატომ გაახსენდათ დღეს? - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიმართ სამართლდამცველების დაგვიანებულ რეაგირებას ქუთაისის საკრებულოს წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი უკლება ეხმიანება.

დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს,  რომ სამართალდამცველების გვიანი გააქტიურება არჩევნებს უკავშირდება. 

"სასამართლომ გირაო შეუფარდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს - დავით დვალს და მის მოადგილეს - ბექა ყანჩელს, ორი წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ: მათ ბრალი ედებათ მოქალაქე სულხან ქობულაძის ცემაში. ამ ფაქტზე, ორი წლის წინ, სამართალდამცავებს არ ქონიათ მყისიერი რეაგირება და რატომ გაახსენდათ დღეს?! ვფიქრობ, პასუხი მარტივია, ისინი არიან ქოცხელისუფლების მძევლები და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დიდი ენთუზიაზმით არ იმუშავებდნენ ქოცების მერობის კანდიდატ ჭიღვარიაზე. თუმცა, ჭიღვარია მარცხისთვის განწირულია და მას, დვალი - ყანჩელის კი არა, ტრამპი - პენსის ტანდემიც ვერ უშველის", - წერს გია უკლება.

როგორც მან ნიუპრესთან საუბარში განმარტა, დვალი და ყანჩელი ხელისუფლების მძევლები არიან, რითაც მათ არჩევნებში მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობას აიძულებენ. უკლებას განცხადებით, ის საარჩევნო რეჟიმში ყოველდღიურად ხვდება მოსახლეობას და კარგად იცის ქუთაისელების განწყობა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და ახლა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად, ან მოსალოდნელი შედეგის მოქმედი მერის - შოთა მურღულიას გუნდისათვის გადაბრალებას. 

შეგახსენებთ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალს, მის მოადგილეს ყანჩელს და მძღოლს სასამართლომ მოქალაქის ცემისათვის თითოეულს 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესი ისე ჩატარდა, რომ მის შესახებ არცერთი მხარე ინფორმირებული არ იყო. 

 

ამ თემაზე:

"სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავით"

"ეს იყო თავისუფლების იძულებით აღკვეთა"

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს სასამართლომ გირაო შეუფარდა

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა