|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ანაზღაურებას 6 სხვადასხვა ადგილზე იღებს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია 2019 წლის 31 იანვარს შევსებული დეკლარაციის თანახმად, გარდა იმისა, რომ ანაზღაურებად თანამდებობაზე იმყოფება ქუთაისის საკრებულოში, საქმიანობს და შრომის ანაზღაურებას 6 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში იღებს. 

რადგან კანონით საჯარო მოხელეს ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობა ეკრძალება, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, საკითხით "ნიუპრესი" დაინტერესდა.  

დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი შენგელიამ გასულ წელს ქუთასის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე გაწეულის შრომის ანაზღაურების სახით 42 000 ლარი მიიღო, სამედიციცინო კორპორაცია ევექსში, როგორც ექიმმა რადიოლოგმა, ანაზღაურების სახით 8 084  ლარი მიიღო,  შ.პ.ს კლინიკაში "ბომონდი" ექიმი რადიოლოგ კონსულტანტის პოზიციაზე  12 580,8 ლარი, ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ექიმი რადიოლოგ-კონსულტანტის პოზიციაზე 3 672 ლარი,  შ.პ.ს. აკადემიკოს ზ.ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან, როგორც  ექიმმა რადიოლოგმა  12 456,35 ლარი, ხოლო  შ.პ.ს. უნიმედი აჭარაში, როგორც  ექიმმა რადიოლოგმა 1 161 ლარი  მიიღო.  

როგორც კლინიკა ევექსის ოფიციალურ ვებ გვერდზეა მითითებული, ირაკლი შენგელია ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში  (ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2) რადიოლოგიური სამსახურის უფროსია. 

 ირაკლი შენგელიამ განაცხადა, ეს თანამდებობა 2 წლის წინ დატოვა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავა. 
 
"რაც შეეხება რადიოლოგიური სამსახურის უფროსობას, ვიყავი 2017 წლამდე, ვიდრე საკრებულოში პოლიტიკურ თანამდებობაზე დავინიშნებოდი.  სამედიცინო საქმიანობას ვეწევი, როგორც რადიოლოგ კონსულტანტი, საჯარო ბიუროსთან ეს ყველაფერი კონსულტირებულია  და შესაბამისი წერილიც არსებობს, რომელშიც მითითებულია, სამედიცინო საქმიანობა არ ეწინააღმდეგება კანონით განსაზღვრულ ნორმას", - განაცხადა შენგელიამ. 
სამედიცინო კორპორაცია "ევექსში" ადასტურებენ, რომ შენგელიამ პოსტი 2017 წელს დატოვა, თუმცა შტატში რჩება. 
 
რაც შეეხება ირაკლი შენგელიას ქონებრივ მდგომარეობას, მისი ოჯახი რამდენიმე საცხოვრებელ ფართს და მიწის ნაკვეთს ფლობს.  42 000 ამერიკულ დოლარად შეფასებულ ბინა თბილისში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, რომელიც 2018 წელსაა შეძენილი,  მისი დედის ტასო კოდუას სახელზეა რეგისტრირებული.    ირაკლი შენგელიას სახელზეა ბათუმში 21 000 დოლარად შეფასებული ბინა (2016 წლის ნასყიდობა)   ირაკლი შენგელია ძმასთან ერთად იზიარებს  წყალტუბოს სოფელ პარტიკეთში 2015 წელს შეძენილ სახლს და მიწის ნაკვეთს.  ქუთაისში,  იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე სახლი კი მამის სახელზეა გაფორმებული.   
ოჯახის განკარგულებაშია 2 მსუბუქი ავტომანქანა mazda cx5 და mazda.
 
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა