|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე მუშების კვალიფიკაციის შემოწმებას ითხოვს

ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საკრებულოს დეპუტატებმა იმსჯელეს. მათი განცხადებით, დაზიანებული ქუჩები მოსახლოების უკმაყოფილებას იწვევს, რის ერთ-ერთ მიზეზადაც მუშების არაკვალიფიციურობას ასახელებენ. 

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, კახაბერ დვალიშვილის განცხადებით, კომპანიები სამუშაოებს მუშების მცირე რაოდენობით ასრულებენ, რაც საქმის დროში გაჭიანურებას იწვევს. დვალიშვილი ინიციატივით გამოდის, საკითხი ტენდერების ხელშეკრულებაში ერთ–ერთ მოთხონადაც ჩაიდოს.

"სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ კომპანიები 20 კაცის ნაცვლად 5 ადამიანს ამუშავებენ. ეს კი დროში გაჭიანურებას იწვევს. აქვე საინტერესოა რა კვალიფიკაციის არიან ეს ადამიანები, იციან თუ არა საქმე, რადგან ხშირ შემთხევაში სამუშაოები უხარისხოდ სრულდება. იქნებ აჯობებდა დავინტერესებულიყავით, იციან თუ არა ამ ადამიანებმა საქმე, რომ შემდგომ  არ მივიღოთ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები"–განაცხადა დვალიშვილმა.

მის ინიციატივას მერი გამოეხმაურა. შოთა მურღულიას განცხადებით, მსგავსი მოთხოვნა ხელშეკრულებაში არ არის და ვერც ჩაიდება. რაც შეეხება სამუშაოების უხარისხოდ და გაჭიანურებით შესრულებას, მურღულიას განცხადებით, მიმდინარეობს კონტროლი -  გასულ წელს ბიუჯეტში ამ კუთხით შესულმა ჯარიმებმა 200 000 ლარს მიღწია.

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი