|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის უნივერსიტეტს" და საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და "ქუთაისის უნივერსიტეტს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 ქუთაისის საკრებულო ვალდებულებას იღებს, სემესტრის მანძილზე, უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცეს საშუალება, გაიარონ პროფესიული პრაქტიკა და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჯარო მოხელეს ესაჭიროება.

დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მხარეების ინტერესები და ადამიანური რესურსები. მემორანდუმს ხელი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ მოაწერა.

ღონისძიებას "ქუთაისის უნივერსიტეტის" ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - ნინო ალავიძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ .

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა