|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებვულოს სხდომაზე უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს და სხდომას უკრაინის დროშის ფერებში მოხატული პირბადეებით დაესწრნენ. 

 საკრებულოს დეპუტატების განცხადებით, მხარს უჭერემ გმირ უკრაინელ ხალხს. 

 "სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის გმირ ხალხს, როგორც ჩვენ,  30 წელია ისინიც ჩართული არიან თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ის კონცენტრაცია ძალების რომელიც რუსერთს აქვს მობილიზებული, საშუალებას აძლევს რუსეთს  უკრაინის სრული ოკუპაცია მოახდინოს,  უკრაინის დამარცხება ეს არის საქართველოს, მოლდოვას დამარცხება, ეს არის აბჭოთა კავშირის აღდგენა, ამიტომ ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას" - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გფიორგი კილაძემ. 

სხდომის დაწყებისთანავე, მეგობარი ქვეყნის მიმართ მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38.1%
გაუარესდა - 45.24%
არ შეცვლილა - 16.67%
სულ - 42 ხმა