ქუთაისის სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა
ქუთაისის სამი საბავშვო ბსაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია. მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, გეგმიური შემოწმებისას N 32-ე, 35-ე და 37-ე ბაგა-ბაღების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც დაწესებულებები დროებით დაიხურა.
ბაგაბაღების გაერთიანების დანარჩენ 34 ფილიალში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
შეგახსენებთ, საგანმანათლებლო დაწესებულებეში გეგმიური შემოწმება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



14:27
11:00
13:42
12:40
10:44
















