|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო კომისიამ გადასატან ყუთში ათი ცარიელი ბიულეტენის არსებობა დარღვევად არ ჩათვალა

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიამ #36-ე უბნის გადასატან  ყუთში ზედმეტი ცარიელი  ბიულეტენის  არსებობა დარღვევად არ ჩათვალა.  

საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, უბანმა მიიჩნია, რომ ყუთში საჭიროზე მეტი  ბიულეტენის  დაფიქსირდა. შესაბამისად, პრევენციის მიზნით, ყუთი საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნა.

მიუხედავად იმისა, რომ გადასატან ყუთში ათი ცარიელი  ბიულეტენი აღმოჩნდა, კომისიის გადაწყვეტილებით, ეს დარღვევა არ არის. შესაბამისად, ყუთის ბათილობის საკითხი არ დამდგარა.

"ყუთი არ იყო დაზიანებული, იყო ცარიელი 10 ბიულეტენი, შემოწმდა სიაში არსებული ხელმოწერების რაოდენობა  და ყუთში არსებული შევსებული ბიულეტენები, რადგან დაემთხვა, ბათილად არ ჩაითვალა", –განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა. 

საოლქო კომისიაში სულ 17 საჩივარია შესული.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა