|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წესების გარეშე ყრილობის ჩატარების მომხრე არ ვარ"- დავით გოგისვანიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში პარტიის ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები ორად იყოფა.

საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს წევრის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, ის არ იზიარებს პოზიციას პარტიის ყრილობის მოუმზადებლად ჩატარების თობაზე.

 გოგისვანიძე არ ადასტურებს  ინფორმაციას, ადგილობრივი ორგანიზაციის წევრების ერთი ნაწილის მიერ პარტიის შესაძლო დატოვების შესახებ. მისი თქმით, მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობაა, რომელიც  ყრილობის ჩატარების წესებთანაა დაკავშირებული: “პარტიის დატოვებაზე არ მიდის საუბარი ამ ეტაპზე.  აზრთა სხვადასხვაობაა, რომელიც ყრილობის ჩატარებას უკავშირდება. მე ნებისმიერი ყრილობის ჩატარების მომხრე ვარ, მაგრამ წესების გარეშე ყრილობის ჩატარების მომხრე არ ვარ. არის ხალხი, რომელსაც ეს ნიუანსები არაფრად მიაჩნია და ამბობს, რომ ყრილობა ჩავატაროთ...  პარტიის ბოლო პოლიტსაბჭო, რომელიც ქვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა, სწორედ იმისათვის იყო დანიშნული, რომ ეს საორგანიზაციო საკითხები გარკვეულიყო. ვინაიდან ეს სხდომა არ ჩატარდა, გაუგებარია, როგორ უნდა შეირჩეს დელეგატები",-განუცხადა "ნიუპრესს" გოგისვანიძემ.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით ქუთაისის ორგანიზაციამ  ყრილობაზე  წარსაგზავნილი 294 დელეგატის შერჩევა ვერ მოახდინა. 

გოგისვანიძის პოზიციას იზიარებს ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტარი გია თევდორაძე, რომელიც ყრილობაზე წარსადგენი დელეგატების სიას ხელს არ აწერს. ამ საკითხზე თევდორაძესთან საუბარი  ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, რომელზეც უნდა გადაწყდეს, პარტიის თავმჯდომარედ ისევ მიხეილ სააკაშვილი დარჩება, თუ ახალი თავმჯდომარის აირჩევა, 20 იანვარსაა ჩანიშნული. გუშინ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა პარტიის საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებს, წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ ყრილობა ლეგიტიმური ვერ იქნება. რატიანს წერილმა პარტიის წევრების ერთი ნაწილის პროტესტი გამოიწვია.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა