|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაია ათასი ლარით დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბუჩქზე "ქართული ოცნების" ლიდერებით გამოსახულებით ფოტოების ჩამოკიდება სამართალდარღვევად ცნო და "გაბედეს" შემდეგ  1000 ლარით ამჯერად გოგი წულაია დააჯარიმა.

გოგი წულაია ჯარიმის გადახდას არ აპირებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მან სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

"ხელისუფლება უკვე აგონიაშია, სისულეელებს სისულელეებზე ამატებს და ამით აახლოებს თავის დასასრულს, მე 2011 წლის მაისში დავწერე "მიშა წადი" და მაშინაც დამაჯარიმეს 400 ლარით და ზუსტად ერთ წელიწადში დასრულდა ხელისუფლება, ახლაც იგივე, პოლიტიკური ნების შეზღუდვის მიზნით მაჯარიმებენ. ზუსტად ერთი წელი დარჩა ამ ხელისუფლებასაც" -განაცხადა გოგი წულაიამ.

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს გაბედეს აქტივისტებმა საპროტესტო პერფორმანსი ჩაატარეს და ფოტოების ნაძვის ხეზე დაკიდების სცადეს, რის უფლებაც არ მიეცათ.  საბოლოოდ,  ფოტოები ბუჩქებზე დაკიდეს.

მერიამ ჯარიმა 150-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის არეალში ნივთის თვითნებურად განთავსებას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა