|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდა. დღეს ბრალდების მხარის ექსპერტები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა ექსპერტები სასამართლოში არ გამოცხადდნენ, რის გამოც პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა,  ექსპერტი დისტანციური წესით დაიკითხოს. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკამყოფილა და პროცესი 18 დეკემბერს ჩაინიშნა.

მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის ნუგზარ კვინიკაძის თქმით, გამოსაკითხი დარჩა ხუთი ექსპერტი, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვაზე გადავლენ. სხდომას ესწრებოდა მერაბ კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რის გამო ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა