ქუთაისის სასამართლოში ჭიათურაში დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჭიათურაში მომხდარი ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურამ დაკავებულ მერაბ სარალიძეს, გიორგი ნეფარიძეს, თენგო გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ფიზიკურ ძალადობას ედავება, როს შედეგადაც თენგო კობერიძემ მძომე დაზიანება მიიღო.
პროცესს ოთხივე ბრალდებული ესწრება. ბრალდების მხარე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.
პროკურორის თქმით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.
არგუმენტებს არ ეთანხმება დაცვის მხარე. უფლებადამცველების თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ასევე აპროტესტებენ 126-ე მუხლის 225-ე მუხლით შეცვლას და ამბობენ, რომ ეს არა დაგეგმილი, არამედ სპონტანურად მომხდარი ფაქტი იყო და მათივე თქმით, ძალადობა პროვოცორებული იყო მეორე მხარის მიერ.
ადოკატები აღმკვეთ ღონისძიებად 5000-5000 ლარიანი ჯარიმას ითხოვენ. თავად ბრალდებულები ბრალს უსამართლოს უწოდებენ, მათი თქმით, ისინი დამნაშავეები არ არიან და მომხდარს მიმდინარე აქციებაში მათ მონაწილეობას უკავშირებენ.
შემთხვევა ჭიათურაში პერევისას მაღაროსთან 28 აპროლს მოხდა. ძალადობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. პროკურატურამ ოთხივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი