|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, კომპანია „ბლექ სი გრუპთან“ და კომპანია „აკორდთან“ ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე ახალი 2 ზოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტიის ინფორმაციით, ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება.
 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
 ახალი გზის მმშენებლობა უზრუნველყოფს ავტოსაგზაო შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებას. ასევე, გზის გაფართოების შემდეგ გაიზრდება მოძრაობის სიჩქარე და შემცირდება ხარჯები.
ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა