|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოში" კახა ჩხეტიანი დაბრუნდა

ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი  ისევ  კახა ჩხეტიანი იქნება. მან გუნდს  ოფიციალურად  გუშინდელ თამაშზე უხელმძღვანელა, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა.
მატჩი ფრედ,  2:2 დასრულდა. ტორპედოელებმა თამაშის ბედი ბოლო წუთებზე შეცვალეს. 64-ე წუთზე გოლი მამასახლისმა გაიტანა, 67-ზე წუთზე კი ანგარიში ზიდანმა გაათანაბრა.  
 
რამაზ შენგელიას სტადიონზე გუნდის გულშემატკივრებმა ულამაზესი სანახაობა მოაწყვეს.

შეგახსენებთ, კახა ჩხეტიანმა კლუბი 2019 წლის სეზონის შემდეგ დატოვა და კარიერა თბილისის "დინამოში" განაგრძო, თუმცა 2020 წლის აგვისტოში თბილისის გუნდს დაემშვიდობა.

კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" 2016-19 წლებში წვრთნიდა. მასთან ერთად ქუთაისელებმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს და ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშეს.

 

 
 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა