|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ტურისტულ ცენტრში შემოსული ტურისტების რაოდენობა 85 პროცენტით გაიზარდა"

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გასულ წელს  85 %-ით მეტმა ტურისტმა მოინახულა, - ამის შესახებ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გამართულ წლის მუშაობის შეჯამებისას განაცხადეს.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, გასულ წელს ყველაზე მეტი  ტურისტები გერმანიიდან შემოვიდა.

"85 პროცენტით გაიზარდა ტურისტულ ცენტრში შემოსული ტურისტების რაოდენობა, ლიდერობდნენ გერმანელები, რაც დაკავშირებულია გერმანიასთან პირდაპირ ფრენებთან, მას მოსდევს პოლონეთიდან  და რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა", - განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.
 
მისი თქმით, გასულ წელს ქუთაისის საინფორმაციო ცენტრმა 20 პროექტი განახორციელა, მათ შორის მოეწყო სხვადასხვა შინაარსის გამოფენები, მათ შორის 10 საერთაშორისო გამოფენა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისათვის 10 ინფოტური გაიმართა.
 
ლილუაშვილის განცხადებით, გასულ წელს 2 მაისს გამართულმა ყველის ფესტივალმა მოწონება დაიმსახურა, რის გამოც ის ტრადიციული გახდება.
 გასულ წელს ქუთაისის საიმიჯო კლიპი შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა.
 
 ანგარიშის წარდგენას ქალაქის მერი და ვიცე მერი ესწრებოდნენ. 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა