ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შერჩევა ონლაინ მოხდება
ქუთაისის მერიამ მოქალაქეებს ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შერჩევის ონლაინ შესაძლებლობა მისცა. მათ, ვისაც სურვილი აქვთ, შეუძლიათ ნამუშევრები ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე KUTAISI.GOV.GE–ზე ნახონ, აირჩიონ კონკურსების ველი და ხმა მისცენ სასურველ ნამუშევარს. მოქალაქეების მიერ შეირჩევა 15 საუკეთესო ნამუშევარი. ხმის მიცემა 21 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ. შერჩეულ ნამუშევრებს სპეციალური კომისია განიხილავს და გამოავლენს საუკეთესოს.
გამარჯვებული ლოგოს ავტორი 1500 ლარს, სლოგანის ავტორი კი 1000 ლარს მიიღებს.
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განცხადებით, ჯამში ლოგოს 85 და სლოგანის 27 ნამუშევარი შევიდა.
დღესვე მოხდა ქუთაისის მერიის განახლებული ოფიციალური ვებგვერდის პრეზენტაციაც, სადაც სიახლეებთან ერთად სასურველი დოკუმენტის მოძიება და გაცნობაა შესაძლებელი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















