|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს უმასპინძლებს

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 27 იანვარს  ქალაქს 180 გიდი და ტუროპერატორი ეწვევა,  გაეცნობა მის ტურისტულ პოტენციალს.

 ვიზიტი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონგრესის ფარგლებში იმართება. კონგრესი  ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. მასპინძელი ქვეყანა ინიშნება არჩევნების მეთოდით. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ფედერაციის წევრი ქვეყნის დელეგატები (ჯამში 90-მდე ქვეყანის წარმომადგენლები).

საქართველომ აღნიშნული უფლება 2017 წელს მოიპოვა.  ქვეყანა პირველად მასპინძლობს მსგავსი მასშტაბების ღონისძიებას, რომლის ხანგრძლივობა 2 კვირას შეადგენს. კონგრესს 300 ტურისტული გიდი და სფეროს ექსპერტი ესწრება მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა ამიერკავკასიასა და პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში (გარდა ესტონეთისა), რომელსაც მიეცა საშუალება ემასპინძლა ამ ღონისძიებისთვის.

პრე-ტურის ფარგლებში მონაწილეები 3 დღით მიემართებიან მცხეთისა და კახეთის რეგიონებში, რათა გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, ქართულ მეღვინეობასა და ტრადიციებს.
პოსტ-ტურის ფარგლებში, მონაწილეები 5 დღეს დაჰყოფენ დასავლეთ საქართველოში, სადაც ისინი მოინახულებენ გორს, ბორჯომს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, წყალტუბოს, ქუთაისს, ბათუმსა და მაღალმთიანი აჭარის ტერიტორიებს.
ღონისძიების წარმატებით ჩატარების შედეგად, საქართველო გაიმყარებს პოციზიებს, როგორც  MICE  ტურიზმისთვის განკუთვნილი ერთერთი საუკეთესო ადგილი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა