|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა ტოკიოს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ქუთაისის მერიის ააიპ "ტურიზმის  საინფორმაციო ცენტრის" (იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია) წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში იაპონიაში, იმყოფებოდნენ, სადაც  ტოკიოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე JATA Tourism Expo მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაის ინფორმაციით იაპონიაში გამართულ გამოფენაზე  ასევე იმყოფებოდნენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაის წარმომადგენმლები  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 7 ტურისტული კომპანიისა  და სასტუმროს წარმომადგენლები.

გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სტენდთან გაცნობოდნენ ტურისტულ პროდუქტებს.

B2B ფორმატის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ იაპონელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ. გამოფენის ფარგლებში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სტუმრებს საქართველოს სტენდთან ჩურჩხელით გაუმასპინძლდნენ.

ქუთაისში ქალაქის მერიის წარმომადგენლების ტოკიოს გამოფენაში მონაწილეწოპბა არაერთგვაროვნად შეაფასეს.  ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა ბერეკაშვილის განცხადების,  "ტურისტულ გამოფენებში ქუთაისის მონაწილეობა ქაოტური და ძვირადღირებულია" 

" ტურისტულ გამოფენებში ქუთაისის მონაწილეობა ქაოტური და ძვირადღირებულია. არსებული ინფორმაციით, 20 ათასი ლარი დაიხარჯა ნიუ-იორკისა და ტოკიოს ტურისტულ გამოფენებში ქუთაისის მონაწილეობისათვის, რაც მიმაჩნია, რომ არაეფექტურია, ამ  თანხით შესაძლებელი იყო ისეთ ქალაქებში გამოფენების გამართვა, რომელთანაც  ქუთაისს პირდაპირი ფრენები აქვს"-განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა