ქუთაისის უფუნქციოდ დატოვებას დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე აპროტესტებენ
ხმაურია ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიციონერო დეპუტატები ქალაქიდან მოსახლეობის მასობრივ გადინებას აპროტესტებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" თქმით, უფუნქციოდ დატოვებულ ყოფილ საპარლამენტო ქალაქში ადამიანები განვითარებას და პერსპექტივას ვეღარ ხედავენ, რის გამოც მოსახლეობის მიხედვით, ქუთაისის უკვე რიგით მეოთხე ქალაქი გახდა. ოპოზიციონერები სხდომაზე მერის დასწრებას ითხოვენ.
საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატებს სხდომის გაგრძელებისა და დღის წესრიგით არსებული საკითხების განხილვისკენ მოუწოდებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა